რუსული მედიის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ შოუმენი მაქსიმ გალკინი ფიზიკურ პირთა – უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა.
სამინისტროში მიაჩნიათ, რომ გალკინმა დაფინანსება უკრაინიდან „პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას“ მიიღო. ის ამ სიაში 23-ე ინდივიდი გახდა.
გალკინმა და მისმა მეუღლემ ალა პუგაჩოვამ რუსეთი მარტის დასაწყისში დატოვეს. მომღერალმა განაცხადა, რომ ემიგრაციაში წასვლას არ აპირებდა და განმარტა, რომ სამკურნალოდ და დასასვენებლად ისრაელში იყო წასული. აგვისტოს ბოლოს ის ქვეყანაში დაბრუნდა.
ამავდროულად, შოუმენმა საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ. „სიტყვები ვერ გამოხატავს იმას, რასაც ვგრძნობ! როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი“, – დაწერა მან 24 თებერვალს. მოგვიანებით გალკინმა დაიწყო კონცერტების გამართვა, საიდანაც შემოსული თანხები იგზავნებოდა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
“РБК-ს წყაროების ცნობით, ამის შემდეგ ფედერალურმა ტელეარხებმა უარი თქვეს მასთან თანამშრომლობაზე. გალკინის ნაცვლად პირველ არხზე გადაცემის წამყვანი ნიკოლაი ცისკარიძე გახდა”, – წერს РБК.