უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 31 900 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.06-მდე: ტანკები – 1 409 (+11), ჯავშანტექნიკა – 3 450 (+12), საარტილერიო სისტემები – 712 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 222 (+9), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 97 (+1), თვითმფრინავი – 212 (+0), ვერტმფრენები – 178 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 438 (+17), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 572 (+10), სპეციალური ტექნიკა – 54 (+1), საკრუიზო რაკეტები – 125 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.