უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 52 950 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 12.09-მდე: ტანკები – 2 168 (+14), ჯავშანტექნიკა – 4 640 (+23), საარტილერიო სისტემები – 1269 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 311 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 162 (+0), თვითმფრინავი – 243 (+1), ვერტმფრენები – 213 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 903 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 216 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 463 (+18), სპეციალური ტექნიკა – 117 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა კრივოი როგისა და დონეცკის მიმართულებით განიცადა.