თავისუფლების მოედანზე ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები დააყენეს.
რუსთაველის გამზირიდან მოქალაქეებმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.
მათთან ერთად არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
“რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?! თქვენი მოვალეობაა, დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაეები. თქვენი მოქალაქეობა არ არის, რომ დაშალოთ მოქალაქეები. ფიცი ვის წინაშე დადეთ?! პრეზიდენტს არ პასუხობთ?!” – მიმართა ზურაბიშვილმა სპეცრაზმელებს