გამთენიისას, თბილისის დროით 05:15 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თითქმის 2-საათიანი შუალედით, რუსეთში, კიდევ ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.
თბილისის დროით 06:37 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში, 3.6 გაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, თბილისის დროით 08:22 საათზე კი, საქართველოს საზღვრიდან 10 კმილომეტრში, 3.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დააფიქსირეს.