რუსული ვერტმფრენი MI-8, რომლის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, კამჩატკაზე გაუჩინარდა.
ავიაკომპანია “Vityaz Aero”-ს კუთვნილი ვერტმფრენი რადარებიდან აფრენიდან მალევე გაქრა.
წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 22 ადამიანი შეიძლება იყოს – ეკიპაჟის სამი წევრი და 19 მგზავრი, სავარაუდოდ, ტურისტები.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენის მოსაძებნად ავიაკომპანიის კიდევ ერთი ბორტი გაფრინდა, კიდევ ერთი მზად არის გასაფრენად, ასევე მიემგზავრებიან მაშველები.