რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა.
სროლის შემდეგ, სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში ჩაიკეტა, ნაწილი კი ფანჯრიდან გადახტა.
სროლის შედეგად მოკლულია 8 და დაშავებულია 24 ადამიანი, თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მონაცემები ზუსტდება.
მისივე ცნობით, უნივერსიტეტში ცეცხლი სტუდენტმა გახსნა, რომელმაც დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, დაჭრილია.
რამდენიმე ტელეგრამ-არხის ინფორმაციით კი, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
18 წლის ტიმურ ბეკმანსუროვმა თავდასხმამდე სოციალურ ქსელში, რომელიც უკვე აღარ იძებნება, დაწერა, რომ თავდასხმას აპირებდა.