spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსეთში სანქციების გამო ტანკების ერთდაერთმა მწარმოებელმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთში „ურალვაგონზავოდის“ კონცერნის საწარმოების მუშაობა შეჩერებულია.

 

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები ახლა დაზიანებული შეიარაღისა და აღჭურვილობის შეკეთების და აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობას განიცდიან.

 

“არსებული ინფორმაციით, უცხოური წარმოების კომპონენტების არარსებობის გამო, კორპორაციის „ურალზავოდისა“ და ჩელიაბინსკის ტრაქტორების ქარხნის საწარმოების მუშაობა შეჩერებულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ეს საწარმოები სპეციალიზირებულია ტანკების და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებასა და შეკეთებაში.

 

“ურალვაგონზავოდი“ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის სანქციების სიაში მოხვდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები