კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრ “ამსტორში“ სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ნაპოვნია 10 გარდაცვლილის ცხედარი, – ამის შესახებ პოლტავას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასროლა რუსეთის კურსკის ოლქიდან განხორციელდა.