spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

ოკუპანტებმა ხარკოვის ორ რაიონს დაარტყეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია 10 დაშავებულის და ერთი დაღუპულის შესახებ, – ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

 

მისივე თქმით, დაშავებულთა შორის 15 და 16 წლის მოზარდებიც არიან, კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

 

ამ დროისთვის ხარკოვის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

დღევანდელი თავდასხმის შედეგად ხარკოვის მეტრომ მოძრაობა შეწყვიტა.

 

გუშინ რუსმა ოკუპანტებმა კვლავ მასიურად დაბომბეს ხარკოვი. გუშინდელი დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, საავადმყოფოში 40-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები