spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსლან აბაშიძე – ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარებას ეხმაურება.

 

“2008 წელს რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების –  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მათი ე.წ. აღიარება.  ამან მძიმე შედეგი მოუტანა, როგორც ევროპულ უსაფრთხოებას, ასევე ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასვწვრივ  მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. 

 

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება, წარმოადგენს 2008 წელს საქართველოში დაწყებული, საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელებას. 

 

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს სუვერენული სახელმწიფოს  საზღვრების  იძულებითი ცვლილების მიუღებელ მცდელობაზე”,- აცხადებს აბაშიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები