spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსლან აბაშიძე და ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 

 

შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდებს გააცნეს  საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანია განათლების უფლების რეალიზაციის  კუთხით საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მიმართ პრო ბონო სამედიაციო პროცესებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა.  

 

სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალურად ამ სამიზნე ჯგუფებისთვის, დაიგეგმება ტრენინგები და განხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები.

 

შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები