spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რუსლან აბაშიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი მნიშვნელობით წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დევნილი საზოგადოების ლეგიტიმური უფლებების დაცვის და კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.

მადლობას ვუხდი ყველა იმ უწყებას და საჯარო მოხელეს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აღნიშნული სასამართლო საქმის წარმოებაში და წარმატებით შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა!', – აცხადებს აბაშიძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები