აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციას Front news_copy International-თან ადასტურებს.
მისი თქმით, თვითოზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს.
"გუშინწინ დამიდასტურდა კოვიდი. თავს კარგად ვგრძნობ, იზოლაციაში ვარ, სახლში. სტანდარტული სიმპტომები მაქვს", – განაცხადა აბაშიძემ.