spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რუსლან ბორტნიკი – უკრაინა რუსეთისთვის ომის გამოსაცხადებლად მზად არ არის

კიევი: ექსპერტ რუსლან ბორტნიკის აზრით, უკრაინელი პოლიტიკოსები ანტიტერორისტულ ოპერაციას თავის სასარგებლოდ იყენებენ.

 

“ის, რაც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე და რატომ ქვია ამ ყველაფერს ანტიტერორისტული ოპერაცია, ეს არის უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკურ-ეკონომიკური თამაში, ოფიციალურად ომი რომ გამოცხადდეს, საქვეყნოდ უნდა დასახელდეს მთავარი მტერი და გამოეცხადოს მას ომი. უკრაინა რუსეთისთვის ომის გამოსაცხადებლად მზად არ არის. ამიტომაც დიდ ხანს არჩევდნენ ფორმას და დასახელებას, რადგან არ გამოცხადებულიყო ომი და ამავდროულად შესაძლებელი ყოფილიყო არამასშტაბური საომარი მოქმედებების განხორციელება და არა ომის გამოცხადება რუსეთისთვის. ეს ერთ-ერთი საბრძოლო ინსტრუმენტია, ანტიტერორისტული ოპერაცია ტოვებს გაურკვევლობის შეგრძნებას და ხელს უწყობს უფრო მეტად უკონტროლო იყოს ვიდრე საომარი რეჟიმი, რომელიც დეტალურად არის გაწერილი უკრაინის კანონმდებლობაში. ასევე არის ფინანსური ინსტრუმენტიც, თავის დროზე საერთაშორისო ორგანიზაციები, სავალუტო ფონდი აცხადებდნენ, რომ არ გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყანას, რომელიც იმყოფება საომარ ვითარებაში, რომ არ გაჩენილიყო დამატებით კიდევ ღრმა ფინანსური კრიზისი ქვეყანაში, რადგან ქვეყანა, სადაც ომია, დაკარგავდა ინვესტორებს, ამიტომაც იყო არჩეული ასეთი იურიდიული ფორმა ომის წარმოების, როგორიცაა ანტიტერორისტული ოპერაცია. ასევე ნაკლებად გამოიყენება სოციალური გარანტიები მოსახლეობისა და მეომრების მიმართ, ვიდრე ეს იქნებოდა ოფიციალურად გამოცხადებული ომის დროს, ამავდროულად საომარ მოქმედებებს გააკონტროლებდა პარლამენტი და არა პრეზიდენტი როგორც ეს დღეს ხდება”, – განუცხადა ექსპერტმა  Front News-ს.

 

მისივე განცხადებით, უკრაინელი პოლიტიკოსები არ არიან დაინტერესებული იმით, რაც ხდება უკრაინის აღმოსავლეთით და ისინი ამას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.

 

“ომი გამოიყენება რამდენიმე მიმართულებით, პირველ რიგში როგორც ინსტრუმენტი შინაგანი პოზიციების შესაკავებლად, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობა დღევანდელი მთავრობით უკმაყოფილოა, პოროშენკო და მისი მომხრეები სამი წელია, ინარჩუნებენ მთავრობას. ომის გამოყენებით მთავრობა ახდენს ოპოზიციის დისკრედიტაციას, მთავრობა აცხადებს, რომ ყველა, ვინც ეწინააღმდეგება მმართველ გუნდს არიან კრემლის აგენტები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას და მის დაშლას. ომი გამოიყენება უფრო ავტორიტარული რეჟიმის დასამკვიდრებლად, რა თქმა უნდა, ფინანსებიც აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ ოპერაციის პერიოდში, სამხედრო სტრუქტურების ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა და სამხედრო ბიუჯეტი გარკვეულწილად ხდება პოლიტიკურ ობიექტებს შორის ძალაუფლებათა გადანაწილების საგანი, რათა მოხდეს მათი გავლენის ქვეშ მყოფი სამხედრო საწარმოების დაფინანსება. ომი რა თქმა უნდა, წარმოშობს დიდ კორუფციას, ეს ეხება სხვადასხვა სახის საომარი ინვენტარის შესყიდვების და მათზე გამდიდრებულ ჩინოვნიკებს, ამის მაგალითი არაერთია უკრაინაში. ვფიქრობ, უკრაინაში ყალიბდება ოლიგარქების ახალი კლანი, რომელთაც შეიძლება ოლიგარქები ომში ეწოდოთ”, – განუცხადა Front News International-ს პოლიტოლოგმა.

 

პოლიტოლოგი არ ფიქრობს, რომ დონბასის კრიზისი ამ ეტაპზე მოგვარებადია და ამას ხელს შეუწყობს ამერიკა. 

 

“ამერიკა და რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობენ”, – აღნიშნავს ბორტნიკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები