spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსლან სტეფანჩუკი – ხვალ გვექნება ოფიციალური ზარი და ქართული დელეგაციის ვიზიტის დეტალებს განვიხილავთ

ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის სპიკერს და ხვალ გვექნება ოფიციალური ზარი, სადაც ქართული დელეგაციის ვიზიტის დეტალებს განვიხილავთ, –  ამის  შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა  განაცხადა. 

მან პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა,  რომ მას ქართულ დელეგაციასთან ერთად მალე იხილავს კიევში. 

“მე მოვიწვიე მსოფლიოს ყველა პარლამენტის ლიდერი, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი. ჩვენ  გვქონდა  საუბარი და შევთანხმდით, რომ ხვალ გვექნება ოფიციალური ზარი. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი მოწვევა, მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისა, ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.  იმედი მაქვს, ამის შემდეგ მექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდე მას კიევში…

მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას საქართველოდან, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას, იქ არის ძალიან ბევრი ცნობილი პარლამენტარი.  გავუწვთ ორგანიზებას, რომ ვიზიტი იყოს წარმატებული, ჩვენმა კოლეგებმა თავისი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.  

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში არიან როგორც მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები