spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსლან სტეფანჩუკი – მთავარია, ჩვენი ხალხების ურთიერთმხარდაჭერა, სხვა საკითხებს მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ

მთავარია,  ჩვენი ხალხების ურთიერთმხარდაჭერა, სხვა საკითხებს მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, – ამის  შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა  საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისი თქმით, მადლობას უხდის ქართველ ხალხს გამოჩენილი თანადგომისათვის. 

 

“მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, რომელიც თავშესაფარს აძლევს უკრაინის მოქალაქეებს, დაახლოებით 17 ათასამდე უკრაინელმა იპოვა თავშესაფარი საქართველოში, უკრაინული სექტორი გახსნა გრუშევსკის სახელობის #41 საჯარო სკოლაში.  

 

საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, ის არის რეზოლუციების თანაავტორი. მე ვნახე  უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი მიტინგების ტრანსლაციები თბილისიდან და საქართველოს  სხვა ქალაქებიდან.  ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას, სხვა საკითხებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის,  ვფიქრობ, გადავწყვეტთ მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა  სტეფანჩუკმა „იმედის“ ეთერში ჩართვისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები