უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეგობრები გაჭირვებაში იცნობა.
ამის შესახებ სტეფანჩუკი სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსა და მოლდოვას პოზიციასთან დაკავშირებით წერს.
“ოდესღაც მეგონა, რომ უკრაინა ყველაზე მეტად საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთიანდებოდა, რადგან ჩვენი ქვეყნები “დაკბენილია” რუსეთის მიერ. მაგრამ ოფიციალური თბილისისა და კიშინოვის დღევანდელმა პოზიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ნეიტრალიტეტის შესახებ, იმედი გამიცრუა. ისე, მეგობრები გაჭირვებაში იცნობიან. მაგრამ კარგია, რომ ჩვენს ხალხს განსხვავებული აზრი აქვს”,- წერს სტეფანჩუკი.