spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსლან სტეფანჩუკი – რამდენად მიზანშეწონილია “უადგილო” უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას და მისი გასაჭირის გაზიარებას ან მხარდაჭერის გამოხატვას?

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პასუხობს.

 

“უადგილო – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენის მოსანახულებლად ჩემს მიერ გაგზავნილი მოწვევა.

 

ის მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჩამოსვლა არ შეუძლია მანამ, სანამ უკეაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები ბოლომდე არ აღიარებენ იმძლიერ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო უკრაინის მისამართით გამოხატავს. ძლიერი მხარდაჭერის მაგალითად კი საქართველოს მიერ გაეროში უკრაინის ხმის მიცემა მოიყვანა. 

 

კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნები უკრაინისთვის ასეთ მძიმე მომენტში გამოხატავენ. ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ სანქციების გაძლიერებას, ასევე სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველა მიმართულებით გვეხმარებიან, ასევე არიან ქვეყნები, რომლებიც გვეხმარებიან ცალკეულ საკითხებში. 

 

ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ერის მხარდაჭერას. ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი, მამაცი და კარგი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძვის და იცავს უკრაინას რუსეთის თავდასხმისგან. 

 

ზუსტად ისე, როგორც ამას ბევრი უკრაინელი 2008 წელს აკეთებდა და ქართველებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იდგა. იმ რუსეთის, რომელმაც შელახა თქვენი დამოუკიდებლობა, მიითვისა თქვენი ტერიტორიების ნაწილი და დახოცა თქვენი მოქალაქეები. 

 

მაშინ უკრაინამ რუსეთთან წინააღმდეგობის პირველივე დღეს გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს. როგორც პოლიტიკურ და ინფორმაციულ, ასევე საერთაშორისო და სამხედრო დონეზე. 

 

უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემით იცავდით თქვენს ცას. 

 

ჩვენ მხარდაჭერას არ ვზომავთ. დახმარება ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. ხოლო ყველა, ვინც ასე ეხმარება, მოქმედებს ისე, როგორც ამის საშუალებას გარემოება, სინდისი და მოვალეობის გრძნობა აძლევს. 

 

საბოლოოდ, ჩვენ ჩვენი ისტორია და ერი შეგვაფასებს. 

 

ერთადერთი, რაც ჩემში აღუწერელი წუხილის გრძნობას იწვევს, არის შეკითხვა, რამდენად მიზანშეწონილია “უადგილო” უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩამოსვლის მოწვევას და მისი გასაჭირისა და მწუხარების გაზიარებას ან მხარდაჭერის გამოხატვას? ვფიქრობ, რომ ეს მეგობარმა მოწვევის გარეშეც უნდა გააკეთოს. 

 

ბოლოს და ბოლოს, ჩემი აზრით, სწორედ ასე თქვა დიდმა შოთა რუსთაველმა: “ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გულს მისცემდეს გულისათვის – სიყვარული გზად და ხიდად”, – წერს რუსლან სტეფანჩუკი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fstefanchuk.official%2Fposts%2F394356295844548&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”599″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები