უკრაინის დაზვერვის მთავარი სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ საწარმოს ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების წინააღმდეგ შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენონ.
“ბოლო მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს შორის დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, საწარმოს ტერიტორიიდან ე.წ. უკრაინის დამცველების და სამოქალაქო პირების გაყვანა განხორციელდეს.
ამისათვის რუსული მენეჯმენტი გეგმავს დარტყმებს საარტილერიო და საავიაციო ამუნიციით – საბრძოლო ტოქსიკური ნივთიერებებით. რუსული სამხედრო დანაყოფების პარალელურად რუსეთის რადიაციული ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის დანაყოფები აეროზოლების გამოყენებასაც გეგმავენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.