spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვებამდე გაძარცვეს

ჩერნობილის ზონის მმართველი სააგენტოს ხელმძღვანელის ევგენი კრამარენკოს ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვებამდე ოკუპანტებმა ის გაძარცვეს, ღირებულ ნივთებთან ერთად წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ელექტროჩაიდნები და ყავის მადუღარები.

 

მისივე თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ამჟამად სადგურის 59 თანამშრომელი იმყოფება. მათ დაათვალიერეს სადგურის ტერიტორია – რუსი დამპყრობლები ვერ იპოვეს, მაგრამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან არ გასულან, რადგან შეიძლება დანაღმული იყოს.

 

როგორც ატომური ენერგიის საერთშორისო სააგენტოში განაცხადეს, ისინი უკრაინის მთავრობასთან კონსულტაციებს მართავენ, რათა უახლოეს დღეებში ჩერნობილში მისიის გაგზავნას მხარი დაუჭიროს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები