spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან ყოფილი სამხედრო გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებულია 1987 წელს დაბადებული ლევან მაჩაბელი, რომელიც საქართველოს შეირაღებულ ძალებში 2005-2009 წლებში მსახურობდა და აგვისტოს ომში მონაწილეობდა”.

 

ე.წ. უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ მაჩაბელის დაკავება 26 მარტს მოხდა.

 

“უკრაინის დემილიტარიზაციის  სპეციალური სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მაჩაბელი ცდილობდა ქართულ ეროვნულ ლეგიონში გაწევრიანებას და როგორც მოხალისე, მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დონბასში.

 

როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემების გამო უარი უთხრეს, მაჩაბელმა გადაწყვიტა არალეგალურად შესულიყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მოეხდინა პროვოკაცია რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ. ამას ადასტურებს ვიდოები, რომელშიც ის მიმართავს საქართველოსა და უკრაინის ხელმძღვანელობას, ასევე ქართველ სამხედროებს და პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოდან „რუსებს დაარტყამს“.  ცნობილია, რომ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ის დაუბრკოლებლად შემოუშვეს და არაფერი გააკეთეს მის დასაკავებლად.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ქართული რადიკალური, პროდასავლური და ექსტრემისტული ძალების ნებისმიერი მცდელობა, გამოიყენონ რაიმე ძალა რუს და სამხრეთ ოსეთის სამხედრო პერსონალზე, შეფასდება, როგორც საერთაშორისო დივერსიულ-ტერორისტული ქმედება“, – აცხადებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები