ხერსონში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფსევდორეფერენდუმისა და რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს.
რუსმა ოკუპანტებმა აქცია ცრემლსადენი გაზისა და ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენებით დაარბიეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაკავებულები.
უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ პირველი მაისიდან 10 მაისამდე პერიოდში რუსები ხერსონის ოლქში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.