spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვზე რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

დღეს დილით რუსმა დამპყრობლებმა ლვოვზე რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ და ლვოვის მერმა გაავრცელეს.

 

მაქსიმ კოზიცკის თქმით, საჰაერო თავდასხმა გრძელდება და მოუწოდებს მოქალაქეებს, თავშესაფრებში დარჩენენ.

 

“არ გადაიღოთ ფოტოები, ვიდეოები და არ გაავრცელოთ“, – აცხადებს კოზიცკი.

 

ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინასწარი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 

 

დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ლვოვის მერი.

 

“ლვოვზე 5 მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა. ადგილზე უკვე გაემგზავრნენ შესაბამისი სამსახურები. უფრო დეტალურ ინფორმაციას ვარკვევთ“, – წერს ანდრეი სადოვი.

 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები