რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლში ბლოკადისა და დაბომბვის შედეგად 1 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი.
ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, 12 დღის განმავლობაში მოკლულია 1 582 ადამიანი.
“ყველა დამპყრობელი დაიწვება ჯოჯოხეთში. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ ამ დანაშაულს კაცობრიობის, უკრაინის, მარიუპოლის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.