მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
“ზარალი კოლოსალურია. სამედიცინო დაწესებულება, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ბავშვებს მკურნალობდნენ, სრულად დანგრეულია. დაშავებული ბავშვების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – აცხადებენ ქალაქის საბჭოში.