spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსმა ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

 

დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და რელიგიური დაწესებულება. 

 

ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ქალაქის ერთ-ერთ რელიგიურ დაწესებულებაში ხანძრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა ტაძარი, რომელიც ოდესის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. შენობის დანგრევის შესახებ სასულიერო დაწესებულების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

 

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის თქმით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 18 ადამიანი.

 

“ოდესაში 03.00 საათის მდგომარეობით 18 დაშავებულია, მათ შორის 4 ბავშვი. 14 ადამიანი გადაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოებში, მათგან სამი ბავშვია”, – აცხადებს კიპერი.

 

კიპერის თქმით, ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ მომავალში შესაძლოა, შეიცვალოს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები