რუსმა ოკუპანტებმა იავორივის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე მორიგი დატყმა განახორციელეს, – ამის შესახებ ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.
“მადლობა საჰაერო თავდაცვას მუშაობისთვის. კვლავ ცეცხლი გაუხსნეს თითქმის პოლონეთის საზღვარზე, იავორივის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს“, – განაცხადა კოზიცკიმ.
მან მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, საჰაერო თავდასხმის სიგნალების იგნორირება არ მოახდინონ.