რუსმა ოკუპანტებმა 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 242 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 440.
28 მაისის დილის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 153, კიევის ოლქში – 116, ხარკოვში – 108, ჩერნიგოვში – 68, ლუგანსკში – 51, ხერსონში – 49, მიკოლაევში – 45, ზაპოროჟიეში – 28, სუმში – 17, კიევში – 16, ჟიტომირში – 15.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მუდმივი დაბომბვების შედეგად 1888 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 180 მთლიანად განადგურებულია.