რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან, – აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.
„მსურს, გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე.
ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ – პირადად მე და ასამბლეა, ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ, რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო“, – განაცხადა რუსოპულოსმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.