რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. აქტივისტებს გადაკეტილი აქვთ სავალი გზა, შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.
მოქალაქეები თითქმის სამი კვირაა, ერთი და იმავე მოთხოვნით მართავენ საპროტესტო აქციებს, რომ დაჩქარებული წესით აღდგეს ევროკავშირთან ურთიერთობები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.
აქციები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა. დღის ბოლოს კი მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლეს.
დღევანდელ აქციას შეუერთდნენ თსუ-ის სტუდენტები, ლექტორები და ისტორიკოსები.