spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსთაველის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა, თუმცა პოლიციამ მოქალაქეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა.

გზის გადაკეტვის მცდელობისას პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ 3 ადამიანი.

სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

პროტესტის 75-ე დღეს მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები