რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.
მოქალაქეებმა რამდენიმე ადგილიდან მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
აქტივისტებს გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით – ხელახალი არჩევნები; თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს.
მოქალაქეები სამი კვირაა, ხელახალ არჩევნებს და ევროინტეგრაციის კუთხით დაჩქარებულ მოლაპარაკებებს ითხოვენ.
დღის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მათ შორის იყო გურულების მარში.