spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იწყება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იწყება. მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები და რიგითი მოქალაქეები ადგილზე იკრიბებიან.

 

მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ვახტან გომელაური და დაისაჯოს 5 ივლისის ყველა მოძალადე და ორგანიზატორი.

 

“ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ გვიპასუხებს იმას, რასაც ვითხოვთ. არ დავიღლებით, ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებთანაც რაღაც კომპრომისები შეიძლება მოითხოვონ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს”, – აცხადებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. 

 

5 ივლისს, რადიკალური ჯგუფების ძალადობის შედეგად, რამდენიმე მოქალაქე და  53 ჟურნალისტი დაშავდა. აქედან, “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც “პრაიდის” მოწინააღმდეგე ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, სახლში გადაცვლილი იპოვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები