რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით ტარდება. მას უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა.
აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც.