20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ევროპარლამენტარები მიმართავენ.
მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, გამომსვლელთა შორის იქნებიან: რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა.
აქცია პარლამენტთან 20:00 საათზე დაიწყება, სადაც ქართველი ხალხი ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს.
რუსთაველზე მოქალაქეების შეკრება უკვე დაიწყო.