“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ მსვლელობა დაიწყო. “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”- ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე აღნიშნული კანონპროექტი უარყოფით გავლენას იქონიებს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მინდა გაიგოს, რომ ორჯერ ერთ მდინარეში შესვლა არ გამიგია და რას აკეთებენ, ვერ ვხდები და მინდა გაიგონ, რომ ვერაფრით ვერ გაუვათ, მიუხედავად იმისა, რას მოიგონებენ, რას გააკეთებენ და ორ კანონს ერთად გაიტანენ და მაგის იმედით იქნებიან, რომ ხალხი არ მივა გასაპროტესტებლად, არაფერი გამოუვათ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ფოტო: “მთავარი არხი”