თბილისში ასფალტის საფარი ჩაინგრა. შემთხვევა რუსთაველის მეტროსთან ახლოს, სამანქანო გზაზე მოხდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მიწისქვეშ არსებული მილები სავარაუდოდ, გასკდა, რამაც საფარის ჩამოშლა გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებს დაზიანებული გზის საფარი ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.