აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მოქალაქეები დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე დააკავეს.
აღდგომის საღამოს პოლიციის მიერ დაკავებული გიორგი ორთოიძის და მიხეილ სამხარაძის მხარდასაჭერად, მოქალაქეები დღეს დილიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს.
პოლიციამ გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა.