რუსთაველზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
დაკავებულია სავარაუდოდ, 5-მდე ადამიანი.
შეკრებილების თქმით, აქციის მონაწილეებს გზაც კი არ ჰქონდათ გადაკეტილი და უცნობია რა გახდა დაკავების მიზეზი.
ქაშუეთის წინ მოქალაქეები კვლავ რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.