“დგება ხალხის გაზაფხული” – დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 34 წლის შემდეგ რუსთაველზე მასშტაბური აქცია ჩატარდება.
აქციაზე საზოგადოებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.
19:00 საათზე სტუდენტების მსვლელობა თსუ-დან.
19:00 მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან.
19:00 მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის
19:00 საპროტესტო აქცია და მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ.
20:00 საბოლოო მარში პარლამენტის წინ.
21:00 სალომე ზურაბიშვილის მიმართვა.
აქციას შეუერთდებიან დმანისიდან მსვლელობის მონაწილეები.