რუსთაველის გამზირზე ელენე ხოშტარია და რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
იქამდე დააკავეს ორი გოგონა, ერთ-ერთს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით – “ანწუხელიძე უკვდავია”.
წინააღმდეგობის მიუხედავად, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.