რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბენზინგასამართი სადგურის ბანერს შეეჯახა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება