დღეს, 14:00 საათზე, რუსთავში, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებასთან, ჟურნალისტები, მედიის პროფესიული და უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან.