სახელმწიფო ტენდერების და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანაბარ პირობებში და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს განცხადებაშია აღნიშნული.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის მამუკა ხელაიას წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას.
საზოგადოებას გვინდა, განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო ტენდერების და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანაბარ პირობებში და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა.
კოლექტიურ ნაცმოძრაობას არ გააჩნია სახელისუფლებო ბერკეტები და ამიტომაც თავიანთი პარტიული მედიის მეშვეობით ნაცადი ხერხით ახდენენ რეკეტს და ზეწოლას ბიზნესზე და ამით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.