რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.
ლევან ონიანის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან „ქართული ოცნება“ დატოვა.
პარტიიდან წასვლის შესახებ ონიანმა 12 აგვისტოს განაცხადა. ის „სახალხო პარტიას“ შეუერთდა.
ლევან ონიანმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ღირებულებებს უღალატა და პარტია ამიტომ დატოვა.