რუსთავისა და ქუთაისის ციხეებში პატიმრები შიმშილობენ. ბრალდებულები და მსჯავრდებულები დაგეგმილი ამნისტიის უფრო მეტ მუხლებზე გავრცელებას მოითხოვენ.
ქუთაისის ციხეში პროტესტის უკიდურეს ფორმას პატიმრებმა ოთხი დღის წინ მიმართეს და გავრცელებული ინფორმაციით, 20 პატიმარი შიმშილობს.
აღნიშნულ პროტესტს უერთდებიან ქალი მსჯავრდებულებიც.
რუსთავის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის თქმით, რუსთავის ციხეში სულ 50 პატიმარი შიმშილობს.
პატიმრები დახმარებას, ყურადღებას და ჰუმანური აქტის გაფართოებას მოითხოვენ.
პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. ინიციატორთა განმარტებით, ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლს მოიცავს.