რუსთავში 20 წლის გოგონა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარეა.
შსს-მ საქმეზე ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 18 წლის გოგოა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.