რუსთავში 74-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კაპანაძე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით უბნიდან გაიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
პოლიციელებს მედიასთან არ განუმარტავთ რის გამო დააკავეს გიორგი კაპანაძე, რომელიც უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, უბანზე ამომრჩეველთა იდენტიფიცირება ხდებოდა. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლის საარჩევნო ნომრებს იწერდა და ამ გზით არკვევდა იყვნენ თუ არა “ქართული ოცნების” პოტენციური ამომრჩევლები მისული უბანზე.