spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსთავში ავტომობილი აფეთქდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. 

 

“ინფო რუსთავის”ინფორმაციით, “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება. 

 

თვითმხილველის თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

 

შემთხვევის დროს დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთია ავტომობილის მძღოლი, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო,  მეორე – გამვლელი ქალია.

 

ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და გამოკვლევები უტარდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები